სადაც ქართველს აქვს და თურქს – არა

ჩემპიონთა ლიგის თასი 48 ქვეყნის წარმომადგენელს აქვს მოგებული და საამაყოა, რომ მათ შორის საქართველოცაა.

კახა კალაძემ ხომ მილანში ორჯერ (2003, 2007) მოიპოვა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტიტული. თუმცა ბევრი ისეთი ქვეყანაცაა, რომელსაც ლიგის მოგებული არ ჰყავს...

 

1 ივნისს კი ისტორიული შანსი აქვთ. ლივერპული–ტოტენჰემის ფინალი გველის.

 

არ მოუგია არცერთ სენეგალელს და შანსი აქვს სადიო მანეს. ასევე, ეგვიპტეა მოჰამედ სალაჰის იმედზე, გვინეა ნაბი კეიტაზე, კენია ვიქტორ ვანიამაზე.

 

უეფას წევრი ქვეყნებიდან თურქეთია ყველაზე ძლიერი და მაღალრეიტინგიანი, რომლის წარმომადგენელსაც არასოდეს მოუგია ლიგა ! ამ დროს, გამარჯვებული ჰყავს უსუსტეს სან–მარინოს: მასიმო ბონინი იუვენტუსში თამაშობდა 1985 წელს.