კოშმარიდან ოცნებაში

ყველაფერი კი ასე დაიწყო

2012 წელს შოტლანდიელი 18 წლის უმუშევარი ახალგაზრდა ენდრიუ რობერტსონი მეტად შეჭირვებული იყო თავისი სოციალური მდგომარეობით.
,,ამ ასაკში უფულოდ ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ ამაზრზენია", – იხსენებს იმ წლებს ენდრიუ.
 

თუმცა ცხოვრებამ მას დიდი სიუპრიზი მოუწყო და 6 წლის თავზე მისი სამყარო შეიცვალა, კოშმარიდან ოცნებაში გადაინაცვლა.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო: შოტლანდიის მესამე დივიზიონის ,,ქუიზ პარკში" ერთწლიანი ასპარეზობის შემდეგ, ენდრიუ ,,დანდ იუნაიტედმა" მიიწვია, საიდანაც უკვე თვით ინგლისური პრემიერლიგის ,,ჰალ სიტიმ" აიყვანა თავის რიგებში.

 

,,ჰალში" ასპარეზობისას მას უკვე დიდმა სახელებმა მიაპყრეს ყურადღება და იურგენ კლოპმა თავის ხელში კიდევ უფრო გააუმჯობესა მისი უნარები. გერმანელი სპეციალისტის ხელში ის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მარცხენა მცველად იქცა.

 

გაჭირვების წლებს არ დანებდა ენდრიუ რობერტსონი და შეუპოვრად მიიწევდა მიზნისკენ, რაც 6 წლის შემდეგ ,,ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა თასის ფინალის თამაშით დაგვირგვინდა,სადაც ყოფილი უმუშევარი შოტლანდიელი ბიჭი კიევში მსოფლიო გრანდ ,,რეალს" დაუპირისპირდა. მისი და ,,ლივერპულის" სამწუხაროდ ფინალი ,,რეალის" გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ერთი წლის თავზე, უფრო სწორად კი  1 ივნისს ენდრიუ და ,,ლივერპული" კვლავ ითამაშებენ პრესტიჟული თასის ფინალში და ,,ტოტენჰემთან" გამარჯვებას შეეცდებიან.