Diario De sevilla: რეიესის გარდაცვალების მიზეზები და დეტალები (+VIDEO)

როგორ გარდაიცვალა რეიესი? დეტალები ცნობილი გახდა. 

35 წლის ესპანელი ნახევარმცველის, ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალების ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა. ავტოკატასტროფა სევილია–უტრერას ავტომაგისტრალზე მოხდა, 1 ივნისის დილას.

 

რეიესმა სევილიის სპორტულ ცენტრში მსუბუქად ივარჯიშა და ბრუნდებოდა სახლში – პატარა ქალაქ უტრერაში, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

 

რეიესი საკუთარი მერსედესის საჭესთან იჯდა. მანქანამ გზიდან გადაუხვია და დაიწვა. მანქანაში კიდევ ორი ადამიანი იჯდა და ერთი გარდაიცვალა: 23 წლის გარდაცვლილი რეიესის ბიძაშვილი გახლდათ. ის უკან სავარძელში იჯდა.

 

ხოლო პიროვნება, რომელიც ფეხბურთელის გვერდით იჯდა, გადარჩა: გადახტომა მოასწრო. ამ დეტალებზე ესპანურმა Diario de Sevilla–მ დაწერა. ახლა პოლიცია იძიებს საქმეს. ყველაფერი მიუთითებს, რომ გზიდან გადახვევის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება იყო.

 

აი, 35 წლის რეიესის ტიტულების სია:

 

სევილიაში – ევროპა ლიგა (3);

 

არსენალში – პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი;

 

რეალში – ლა ლიგა

 

ატლეტიკოში – ევროპა ლიგა (2); ევროპის სუპერთასი;

 

ბენფიკაში – პორტუგალიის თასი;

 

19–წლამდელთა ნაკრებში – ევროპის ჩემპიონი;      

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.