4 ათასი ერთ ბილეთში...

კობა ინასარიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის მადრიდიდან

გვარიანად შეზარხოშებული ინგლისელი ქომაგობის გადამკიდეს მეტროპოლიტანოზე, რომელიც მადრიდის განაპირას მდებარეობს, ცოტა ადრე მოსვლა კი მომიხდა, მაგრამ, სამაგიეროდ ღირდა, თანაც ძალიან ძვირი...


4 ათასი ევრო ერთ ბილეთში... დიახ, მავანმა ქომაგმა თუ გადამყიდველმა ფეხსაცმლის ლანჩიდან 500 ევროიანების დასტა ამოიღო და გამყიდველ ცოლ-ქმარს ჩაუთვალა. თქვენი არ ვიცი და, მსგავს ფაქტს პირველად შევესწარი... ყიდვა-გაყიდვას წინ კი რამდენიმე წუთიანი მოლაპარაკება უძღოდა. კლიენტი წვრილ წვრილად ამოწმებდა ბილეთის ნამდვილობას, ბოლოს გამყიდველს პასპორტი თხოვა, რასაც ფოტო გადაუღო და კეთილად დაშორდა. 

 

მე ამათთან რა საერთო მქონდა? არაფერი სამსახურეობრივი ინტერესის გარდა, ბილეთის ფასზე ვაჭრობას რომ მოვკარი ყური, შევყოვნდი და... დანარჩენი უკვე ვთქვი.

 



გავაგრძელე გზა და პოლიციას უკვე შარლატანი დაეკავებინა, უფრო სწორად საქმეს ურჩევდა, რაც საბოლოოდ „განყოფილებაში“ გადაყვანით დასრულდა. ვინ იყო, საიდან, აბა როგორ გითხრათ, მაგრამ პოლიციამ მას გასაყიდად გამზადებული ბილეთების ჩვენება მოსთხოვა, საგანგებო აპარატში გაატარა და... ის კაციც სასწარაფოდ მეტროპოლიტანოს გაარიდა.

 

საფეხბურთო მსოფლიო თუ გინდა ნახო, ახლა სტადიო მეტროპოლიტანოს მიმდებარედ უნდა იყო. რა ჯურის ადამიანს არ შეხვდები აქ, შორეული იაპონიიდან დაწყებული კოლუმბია - სალვადორით დამთავრებული, სალაჰის, მანესა თუ სონის ფანებს, ნეიტრალურ ქომაგებს... ნუ, ცხადია, ლივერპულელ-ლონდონელებზე არაფერს ვამბობ, სტადიონზე შესვლამდე მეტროს შესასვლელში რომ წამოწოლილან და დიდი ღრიანცელის წინ ძალებს იკრებენ... 

 

ახლა ცოტას თავადაც შევისვენებ, დანარჩენს კი მოგვიანებით მოგითხრობთ.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.