იურგენ კლოპი: შვებას ვგრძნობ

მეექვსედ, მეშვიდე ცდაზე

2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგას ღირსეული გამარჯვებული ჰყავს. ლივერპულმა ევროპას ზემოდან მეექვსედ გადმოხედა. მადრიდის ფინალში, იურგენ კლოპის შეგირდებმა ტოტენჰემი 2:0 დაიბრიყვა.

 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, მერსისაიდელთა გერმანელი თავკაცი რა თქმა უნდა კარგ ხასიათზე იყო.

 

„ბუნებრივია, ჯილდოს მოგება გაცილებით სასიამოვნო განცდაა, ვიდრე მას სანტიმეტრებში გვერდით ჩაუარო. მე ამის გადატანა 6-ჯერ მომიხდა. უდიდეს შვებას ვგრძნობ, როგორც გუნდის, ასევე ოჯახის წინაშეც. ხშირად, შვებულებაში გასვლა ვერცხლის მედლების თანხლებით გვიხდებოდა და ეს სასიამოვნო განცდა ნამდვილად არ ყოფილა.

 

ხვალ, როდესაც ქალაქში გავივლით და შემდეგ შინ დავბრუნდებით, უფრო და უფრო გავათვითცნობიერებთ მომხდარს. მართლაც რომ გიჟური სეზონი გამოვიდა, ლამაზი დასასრულით.

 

ჩემპიონთა ლიგის თასზე შეხება ვის არ სურს, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი, როდესაც მას ბიჭების ხელში მყოფს ვუყურებდი. მათი ბედნიერი სახეების ცქერა ერთი სიამოვნება გახლდათ.

 

ახლა ზეიმის დროა და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ“ - აღნიშნა იურგენ კლოპმა.