პოჩეტინო: კეინს არ ვნანობ

თავს ზემოთ ძალა არ იყო

ლონდონის ტოტენჰემს ცუდი სეზონი ნამდვილად არ ჰქონიათ. მართალია, მათ მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულთან 0:2 დათმეს, მაგრამ სეზონის დასაწყისში, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ პოჩეტინოს გუნდი აქამდე მივიდოდა.

 

ვანდამეტროპოლიტანოზე გამართულ სეზონის უმთავრეს დაპირისპირებაში კი კლოპმა ვიზავი პირწმინდად დაჩაგრა. არგენტინელი სპეციალისტი შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვერ იქნებოდა და ის სავარაუდოდ პრესკონფერენციაზეც ნირწამხდარი უნდა ყოფილიყო.

 

აი, რა თქვა პოჩეტინომ მედიასთან საუბარში:

 

„ახლა მიჭირს ლაპარაკი. იმედგაცრუებულები და გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ჩემი გუნდით ვამაყობ. ბიჭებმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, დაგვირგვინება კი აღარ გამოგვივიდა. როდესაც ფინალში ხარ, ყოველთვის გსურს მოიგო და არა მხოლოდ მონაწილეობა მიიღო. სამწუხაროდ, მატჩის დასაწყისშივე ჩვენს კარში პენალტმა გუნდზეც და თამაშზეც დიდი გავლენა მოახდინა.

 

მინდა მივულოცო ლივერპულს და კლოპს ეს გამარჯვება. ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ და ეს ჯილდოც უსიტყვოდ დაიმსახურეს. წაგება მტკივნეულია, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

 

რაც შეეხება ჰარი კეინს, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო პერიოდი გაუცდა, არ ვნანობ, რომ ძირითად შემადგენლობაში დავაყენა და არ გამოვცვალე“ - აღნიშნა პოჩეტინომ.