ცვლილებები ნაკრებში: ქვილითაია და ჭანტურიშვილი გამოგვაკლდნენ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებია: გიორგი ქვილითაია ვარჯიშის დროს დაშავდა და უახლოეს ორ შესარჩევ მატჩში ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მის ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე ელგუჯა ლობჯანიძე გამოიძახა.

 

ლობჯანიძე მეათე ადგილზე მყოფ თარაზში თამაშობს და შედეგიანადაც: 13 მატჩში 5 გოლი, მათ შორის, ჩემპიონ ასტანას კარში.  გასულ ტურში კი ატირაუსთან (1:1) შეაგდო. ლობჟანიძე ნაკრების დებიუტანტი არაა, შარშანწინ სენტ კიტსი და ნევისთან ამხანაგურში ითამაშა.

 

ინდივიდუალურად ვარჯიშობს მოსკოვის ლოკომოტივის მცველი საბა კვირკველია, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მიიღო ტრავმა.

 

ნაკრებს ვერ დაეხმარება ჩეხური ზლინის გარემარბი ვახტანგ ჭანტურიშვილი. ის ჩეხეთში სამუშაო ვიზას ელის.   

 

შეგახსენებთ, საქართველო 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს დინამო არენაზე, ხოლო 10 ივნისს გასვლითი მატჩი ელის დანიასთან.