რატომ გააბრაზეს ტიმი? [+Video]

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ოთახი უკანმოუხედავად დატოვა

დომინიკ ტიმი როლან გაროსის მერვედფინალშია, სადაც ის გაელ მონფისს დაუპირისპირდება. მანამდე, კი ავსტრიელმა ჩოგბურთელმა პაბლო კუევასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი ტიმი ორგანიზატორებმა გააბრაზეს.

 

 

საქმე იმაშია, რომ ავსტრიელს, პრესკონფერენციის შეწყვეტა და ე.წ. „შერეულ ზონაში“ გადასვლა მოსთხოვეს. მიზეზს არ იკითხავთ? საპრესკონფერენციო ოთახს სერენა უილიამსი მოადგა, რომელმაც თანამემამულე კენინთან სენსაციური მარცხი იწვნია. როლან გაროსის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ უფროსი უილიამსი დიდხანს არ უნდა დაეყოვნებინათ და ტიმსაც პრესკონფერენციის დაუყოვნებლივ დასრულება ამიტომაც აიძულეს.

 

„არ მესმის, ოთახი იმიტომ უნდა დავტოვო, რომ ის მოვიდა? არ ხუმრობთ? ეს რა ქაოსი და უსამართლობაა“ - თქვა აღშფოთებულმა ტიმმა და დარბაზი უკანმოუხედავად დატოვა.