ნულოვანი ფრე ბოლნისში

ლოკომოტივმა ამ სეზონში ფრე პირველად ითამაშა

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ბოლნისის სიონმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა და გუნდებმაც შესაბამისად ქულები გაიყვეს.

 

სათქმელია, რომ პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდებმა რამდენჯერმე კი დაარტყეს კარში, თუმცა გამოსარჩევი არაფერი მომხდარა.

 

მეორე ნახევარი ლოკომოტივმა უფრო აქტიურად დაიწყო, თუმცა გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ფეხბურთელებს ხან მიზანმა უმტყუნათ, ხანაც მეკარეები ყოჩაღობდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ლოკომოტივმა ფრე პირველად ითამაშა. კორღალიძის გუნდმა 22 ქულას მოუყარა თავი და ჩიხურას გადაასწრო, რკინიგზელები მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება სიონს, ბოლნისელებსაც ამდენივე ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას იკავებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.