ლამაზმანი დაბანეს

ვოლანსკის კი ეს საქციელი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს

მოკლედ, 2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის მთავარ ჰაილაითად არა ლივერპულის დამსახურებული გამარჯვება, არამედ ფინალურ მატჩში, მოედანზე ამერიკელი ლამაზმანის შემოვარდნა გახლავთ.

 

მადრიდული ფინალის მეორე დღეს, უცხოური მედიის მთავარ თემად სწორედ კინსი ვოლანსკი და როგორც თავად უწოდებს - მისი გიჟური საქციელია. ოკეანისგაღმელი მოდელის ვანდამეტროპოლიტანოზე საცურაო კოსტუმში გამოწყიბილ გარბენს ლივერპული ტოტენჰემის ფინალური დაპირისპირების კვალდაკვალ ალბათ ხშირად გაიხსენებენ.

 

 

ვოლანსკის კი ეს საქციელი შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. ფინანსურ სასჯელს არ ვგულისხმობთ, თუმცა ვინძლო კინსის ფულის გადახდა ურჩევნოდეს, ვიდრე სოციალურ ქსელში დაბლოკვა. დიახ, ვოლანსკის ინსტაგრამს, რომელსაც 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს ბანი დაადეს. მისი გვერდის დაბლოკვის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.