ბათუმის დინამოს ვერ აჩერებენ

გეგუჩაძის გუნდი თამაშს თამაშზე იგებს

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, ბათუმის დინამომ რუსთავს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის შეგირდებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს.

 

ანგარიში 27-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. რუსთაველთა კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან ვლადიმერ მამუჩაშვილი მივიდა, რომელმაც სტანდარტი მშვენივრად შეასრულა და მამარდაშვილის კარი აიღო.

 

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე რუსთავმა ანგარიში გაათანაბრა. ციცქიშვილის გადაცემის შემდეგ, ნიკოლაი ყიფიანმა რბილი დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო და ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა.

 

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 70-ე წუთზე დადგა. ნიკა საბანაძემ ვალერიან თევდორაძესთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, რის შემდეგაც მე-14 ნომერი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

ბათუმის დინამომ 37 ქულას მოუყარა თავი და ცხრილის სათავეშია, რუსთავი კი 11 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.