ქართველი ცენტრი ყურადღების ცენტრში

სერბეთის ჩემპიონატში ნახევარფინალური სერია დაიწყო

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” სერბეთის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და 72:83 დამარცხდა. ყველაფერი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 15:25 დათმეს.

 

19 წლის ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:32 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 6 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

 

“მეგა ბემაქსს” წარმატების შანსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, 28-დან მხოლოდ 16 საჯარიმო ჩააგდო და ეს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
 

 

ქართველი ცენტრის  გუნდი სიტუაციის გამოსწორებას 4 ივნისს ეცდება, როდესაც “ცრვენა ზვეზდას” შინ მიიღებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.