ნავასზე მოთხოვნა გაიზარდა

32 წლის მეკარეს საქმე ასარჩევად აქვს

კეილორ ნავასი ზაფხულში დიდი ალბათობით რეალს დატოვებს. მას მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რაც ფეხბურთელის უკმაყოფილების მიზეზია. გარდა ამისა კოსტა რიკელის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს.

 

ბოლო ინფორმაციით, ნავასმა კარიერა შესაძლოა ბენფიკაში გააგრძელოს. ამის შესახებ Mundo Depottivo-დან შევიტყვეთ. ცნობილია, რომ პორტუგალიელებს თავიდან ბარსელონადან იასპერ სილესენის ყიდვა სურდათ, თუმცა ბლაუგრანამ მასში 60 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც ბეფნიკას ბოსებს ეძვირათ.

 

ნავასი რეალში 2014 წლის ზაფხულში რეალიდან გადავიდა. გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის 3 ჩემპიონთა ლიგა. გასულ სეზონში ნავასმა 20 მატჩი ჩაატარა. ცნობისთვის, 32 წლის მეკარის ყიდვა იუვენტუსსა და მანჩესტერსაც სურთ.