ციციპასი: ბოლოს დიდი ხნის წინ ვიტირე

ბერძენი ჩოგბურთელი დრამატულ მარცხს აფასებს

წლის მეორე დიდი სლემი - როლან გაროსი ნელ-ნელა ყველაზე საინტერესო ეტაპზე გადადის. რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სტენ ვავრინკა უკვე მეოთხედფინალში არია, ხოლო კიდევ 5 ჩოგბურთელის ვინაობას, რომლებიც საუკეთესო რვაში გააღწევენ დღეს შევიტყობთ.

 

მერვედფინალში, სტეფანოს ციციპასის და სტენ ვავრინკას დაპირისპირება უდავოდ საუკეთესო თუ არა, აქამდე გამართული მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად გახლდათ. მატჩს არც დრამატიზმი აკლდა და არც ჩოგბურთელთა მხრიდან გამოვლენილი უზადო ოსტატობა. საბოლოოდ, 5 საათიან თრილერში, კორტი გამარჯვებულმა  ვავრინკამ დატოვა.

 

ციციპასის ადგილზე ყოფნას ალბათ არავინ ისურვებდა. აი, რა თქვა ბერძენმა ჩოგბურთელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:

 

ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა... ჩემ ადგილზე ყოფნა არ მოგინდებოდათ. თავს ძალაგამოცლილად ვგრძნობ. არ ვიცი. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამომიცდია. ასეთი იმედგაცრუებული არასდროს ვყოფილვარ.
 

 

ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ იყო ისეთი შემთხვევა, როცა მატჩის შემდეგ ვიტირე. დღევანდელი დღე ემოციურად მარტივი არ იყო. შევეცდები ამ დღისგან რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო."

 

შეგახსენებთ, ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასი ტოპ ათეულის წევრია.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.