ჯეკომ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა

ბოსნიელის ახალი გამოწვევა

რომას ფორვარდი ედინ ჯეკო ზაფხულში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. როგორც Calcio Mercato იუწყება, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბოსნიელი კარიერას  მილანის ინტერში გააგრძელებს. 33 წლის ფორვარდმა ნერაძურისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ახლა მხოლოდ გუნდებს შორის ფასზე შეთანხმებაღა დარჩა.

 

ჯეკო რომაში 2015 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. ბოლო სეზონში მან ჯალოროსის მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ინტერს, გუნდს მის გარდა რომელუ ლუკაკუს შეძენაც სურს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.