TOP 14-ში ქართველების მატებაა

ბრივმა გრენობლი დაამარცხა და ელიტაში დაბრუნდა

TOP 14-ს კიდევ 5 ქართველი ლეგიონერი შეემატა. PRO D 2-ს რეგულარარული გათამაშების გამარჯვებული ბრივი საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონში ითამაშებს.

ვასილ ლობჟანიძის, კარლენ ასიეშვილის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა გოგინავას და ოთარ გიორგაძის ბრივმა გადამწყვეტ შეხვედრაში TOP 14-დან დაქვეითებული გრენობლი - 28:22 დაამარცხა, რომლის რიგებშიც ბექა გიგაშვილი და დავით ქუბრიაშვილი ირიცხებიან.

ბრივის ძირითადი შემადგენლობიდან ლობჟანიძემ და ასიეშვილმა დაიწყეს, ბეკოშვილი და გიორგაძე კი შეცვლაზე შემოვიდნენ. რაც შეეხება გრენობლის ქართველებს, მათგან თამაში პირველივე წუთიდანვე ქუბრიაშვილმა დაიწყო, გიგაშვილი კი მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

მატჩის 76-ე წუთზე ოთარ გიორგაძემ ლელოს დადება მოახერხა, ხოლო 51-ეზე სოსო ბეკოშვილი გაასინბინეს.

ამრიგად, მომავალი სეზონიდან TOP 14-ში მყოფ ქართველებს ბრივის ლეგიონერებიც შეემატებიან. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.