AS: კლოპს და სალაჰს კონფლიქტი აქვთ

რა ხდება ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის შიდა სამზარეულოში?

ესპანური გამოცემა AS-ი წერს, რომ ლივერპულის ლიდერ მო სალაჰსა და მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს შორის კონფლიქტია.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გერმანელ სპეციალისტს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს, რისი წინააღმდეგიც ეგვიპტელი გოლეადორია.

თუ ესპანურ პრესას ვენდობით, სალაჰს კლოპთან ერთად მუშაობა არ სურს და ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ვარიანტების განსახილველად მიმართა.

წერენ იმასაც, რომ პრემიერლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირის გადასაბირებლად სამეფო კლუბი 200 მილიონის გაღებასაც აპირებს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სალაჰის შეძენა მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნო ხდება, ვინაიდან AS-ი სწორედ მადრიდული მედია საშუალება გახლავთ.

სალაჰი ლივერპულმა რომადან 2017 წელს შეიძინა. "ფარაონმა" ორ სეზონში წითლებისთვის 100 მატჩი ჩაატარა, 79 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასითაც გამოირჩა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.