მოდრიჩი სამშობლოშიც საუკეთესოა

რეალის ნახევარმცველი ხორვატიაში აღიარეს 

2018/19 წლების სეზონის ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრჩი დასახელდა.

რა გასკვირია, მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ხომ "ოქროს ბურთი" და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.

"ეს ჯილდო ჩემთვის განსაკუთრებულია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, განსაკუთრებით ჩემს თანაგუნდელებს, რომელთა გარეშეც ამ პრიზის მოგება შეუძლებელი იქნებოდა.

იმედი მაქვს, მომავალ სეზონში კლუბთან და ნაკრებთან ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ",-თქვა მოდრიჩმა.

33 წლის ფეხბურთელმა დასრულებულ სეზონში სამეფო კლუბის 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.