ფეხბურთელებს აზარი არ სურთ

მიზეზი, რის გამოც რეალის ფეხბურთელებს აზარის მისვლა არ სურთ

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საფეხბურთო თემა, ედენ აზარის რეალში შესაძლო გადაბარგებაა. მადრიდელთა მესვეურები ცდას არ აკლებენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. როგორც იწერება ბლანკოსში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს და იგი რეალის ფორმას მალე მოირგებს.

 

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ განსხვავებული პოზოცია აქვთ რეალის ფეხბურთელებს. ისინი თვლიან, რომ აზარი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება და ამიტომ არ სურთ ბელგიელი სანტიაგო ბერნაბეუზე იხილონ.

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ედენი ესპანელთათვის მთავარი სატრანსფერო ობიექტია. ზიდანის გუნდი მას კრიშტიანუ რონალდუს ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევს. სამეფო გუნდში თამაშზე, თავად ფეხბურთელიც ოცნებობს, ამის მიზეზი კი ზინედინ ზიდანია. არახალია, რომ ფრანგი ლეგენდა აზარის კერპია.

 

28 წლის ვარსკვლავი ჩელსიში 2012 წელს ლილიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ლიდერად იქცა და დღეს არისტოკრატთა ლეგენდად ითვლება. ამ სეზონში აზარმა 52 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.