სწორება არგენტინისკენ

დღეს, უმცროს ბორჯღალოსნებს დიდი გამოცდა ელით

4 ივნისს, შორეულ არგენტინაში, რაგბში  20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ილია მაისურაძის გაწრთვნილი გუნდი ტურნირის სასტარტო მატჩს, მრისხანე მეტოქესთან - ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს.

 

საქართველოს 20 წლამდე ნაკრები არგენტინაში 25 მაისს გაემგზავრა და ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის მზადება ადგილზე განაგრძო. 

 

 

ზელანდია რომ მსოფლიო ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია ამას დიდი მარჩიელობა არ სჭირდება. მათ, ტურნირის დაარსების დღიდან ანუ 2008 წლიდან, 20 წლამდე  მსოფლიო თასი 6-ჯერ აღმართეს. ბოლოს მათ საქართველოში გამართულ ჩემპიონატზე იმარჯვეს. შარშან კი სათანადოდ ვერ გამოიყურებოდნენ და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

 

რაც შეეხება საქართველოს 20 წლამდე ნაკრებს, ისინი ტურნირში უკვე მეოთხედ ითამაშებენ. შარშან, ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს.

 

 

ახალი ზელანდიის გარდა, უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფში დაპირისპირება სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან მოუწევთ.

 

ახალ ზელანდიასთან ჯახი კი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.