სანამ გიბრალტარი მოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. როგორც იცით, ვლადიმირ ვაისის გუნდი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს.

საბა კვირკველია მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. კიდევ ოთხი ფეხბურთელი კი ნაკრებს 4 ივნისს შეუერთდება: გურამ კაშია, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კიტეიშვილი.

 

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს თბილისის დინამო არენაზე, ხოლო 10–ში გიბრალტართან ელის გასვლითი მატჩი. შეგახსენებთ ვაისის სრულ სიას:

 

მეკარეები: ლორია, მაკარიძე, კვასხვაძე;

 

მცველები: კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გრიგალავა, დვალი, ხარაბაძე;

 

ნახევარმცველები: კანკავა, გვილია, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აბურჯანია, პარუნაშვილი, მერებაშვილი, ლობჟანიძე, ხარაიშვილი, პაპუნაშვილი, კვარაცხელია, ჯიღაური;

 

თავდამსხმელები: მჭედლიძე, არველაძე, ლობჯანიძე;  

 

ტრავმირებულები: ჩაკვეტაძე, ანანიძე, ოქრიაშვილი, ტაბიძე, ქვილითაია, კაჭარავა