საბა ლობჟანიძე – დანიის საუკეთესო გუნდებიც შეიძლება

დანიური რანდერსის დირექტორმა სიორენ პედერსენმა განაცხადა, რომ საბა ლობჟანიძის ამ ზაფხულს გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილია.

უცხოურების გარდა, 24 წლის ქართველ შემტევს წამყვანი დანიური კლუბებიც ეპატიჟებიან.

 

„საბას მიმართ საკმაო ინტერესია. მთლიანობაში, მშვენიერი სეზონი ჩაატარა. მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება. თუ მისაღებ თანხას შემოგვთავაზებენ, დავთანხმდებით, თუ არადა, გავაგრძელებთ კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბარს. თუმცა ფეხბურთელს მაქსიმალურად მაღალ დონეზე სურს თამაში და ჩვენ მისი გვესმის. დანიურ კლუბში გადასვლაც შესაძლებელია. არის ვარიანტები და დაინტერესებულნი ვართ“ – თქვა პედერსენმა.

 

ორი სეზონის განმავლობაში, ლობჟანიძემ რანდერსში 75 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასიც მიითვალა.

 

შეგახსენებთ, საბა დანიის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.   

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.