ლოპეტეგიმ სევილია ჩაიბარა

ესპანელი ამიერიდან ანდალუსიელებს გაწვრთნის

ხულიენ ლოპეტეგი სევილიას ახალი მთავარი მწვრთნელია. ამ პოსტზე მან ხუაკინ კაპაროსი შეცვალა. ცნობილია, რომ ლოპეტეგიმ ანდალუსიელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება.

 

ლოპეტეგი სხვადასხვა დროს ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი გახლდათ. შემდეგ გარკვეული პერიოდი პორტუს მიაშურა. პორტუგალიურ გუნდში წარმატებული მუშაობის შემდეგ, იგი ესპანეთის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. 2018 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე 52 წლის სპეციალისტი მადრიდის რეალის მესაჭე გახლდათ.

 

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელებმა ლა ლიგაში 59 ქულა დააგროვეს და მეექვსე ადგილზე გავიდნენ. მომავალ სეზონში ესპანელები ევროპის ლიგაზე ითამაშებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.