ადრიანო გისოსებს უახლოვდება

ბრაზილიელ ფეხბურთელს 14-თვიანი პატიმრობა ემუქრება

ბარსელონას ყოფილი განაპირა მცველი ადრიანო კორეია ბრალდებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელი გადასახადების დაფარვის გამო საკანში 14 თვეს გაატარებს.

საქმე ეხება 646 085 ევროს, რომელიც 34 წლის ფეხბურთელმა ესპანეთში ცხოვრების დროს (2011-12 წლებში) არ გადაიხადა.

ადრიანოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც აქვს, რა შემთხვევაშიც ფეხბურთელს პატიმრობა შესაძლოა გირაოთი შეეცვალოს.

სევილიას, ბეშიქთაშის და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მარცხენა ფლანგელი პირველი ფეხბურთელი არ გახლავთ, რომელიც მსგაგს სიტუაციაში აღმოჩნდა. ლეო მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ და რადამელ ფალკაომ დიდძალი თანხის გაღების შემდეგ, შესაბამისად 21, 23 და 16-თვიან შესაძლო პატიმრობას თავი აარიდეს.