ბახი და მშვიდობა

სოკ-ის პრეზიდენტმა პრესტიჟული ჯილდო მიიღო

 

 მათ შორის - ოლიმპიური ზავის ანტიკური კონცეფციის გათანამედროვებას, დევნილთა ოლიმპიური გუნდის შექმნის ინიციატივას, „მშვიდობის სწავლების“ იდეის წამოწევას. ასევე აღნიშნა თომას ბახის დიდი ძალისხმევით პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაერთიანებული გუნდით გამოსვლა.
„ოლიმპიური თამაშები გვაჩვენებს, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, შესაძლებელია მშვიდობასა და ჰარმონიაში თანაცხოვრება. ოლიმპიურ თამაშებს არ ძალუძს ომებისგან და კონფლიქტებისგან თავის დაცვა, მაგრამ მას შეუძლია გვაჩვენოს, თუ როგორი იქნებოდა სამყარო, როცა ჩვენ ოლიმპიური ღირებულებებით ვიხელმძღვანელებთ. დანაწევრებულ სამყაროში ოლიმპიური თამაშები ერთადერთია, რომელიც მთელს მსოფლიოს მშვიდობიან ასპარეზზე აერთიანებს,“ - პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.