ჩაკვეტაძე და ისევ იტალია

ქართველი ტალანტით სერია ა-ს ბინადარი კლუბი დაინტერესდა

გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო კიდევ ერთი იტალიური კლუბის სახელმა გაიჟღერა.

იმ გუნდთა რიცხვს, რომელსაც საქართველოს ნაკრების შემტევის გადაბირება სურთ, სამპდორია მიემატა.

ბელგიური გენტის ქართველი ტალანტის მიმართ სერია ა -ს ბინადარი კლუბის ინტერესზე იტალიური გამოცემა TUTTOmercato გვაუწყებს.

წერენ იმასაც, რომ ჩაკვეტაძეში სამპდორია 10 მილიონზე მეტის გადახდას აპირებს.

გარდა სამპდორიასი, ჩაკვეტაძის შეძენა აქამდე ლაციოს და რომასაც სურდათ.

19 წლის ქართველს, რომელიც იანვრიდან ტრავმირებულია, ეროვნულ გუნდში 7 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მოუგროვდა