საქართველო იზრდება...

ახალგაზრდების ომი ახალ ზელანდიასთან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, ტურნირის რეკორდსმენ და ფავორიტ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მატჩი 13:45 დათმო.

 

ტურნირის დაარსების დღიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე თასი ყველაზე მეტჯერ  ‘ჯუნიორ ოლ ბლექსმა’ შემართა - 6-ჯერ უახლოეს მდევარ ინგლისს 3-ით უსწრებს. ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს პირველად 2016 წელს, სადებიუტო მატჩში შევხვდით და მაშინ მეტოქემ 55:0 იმარჯვა, ამჯერად კი სხვაობა თითქმის განახევრდა.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა სრული შემადგენლობით ითამაშა და დიდი ხნის განმავლობაში მრისხანე მეტოქეს მცირედით ჩამორჩებოდა, მაგრამ ეს სხვაობა დასკვნით წუთებში, კონტრშეტევებისას გაიზარდა.

 

უმცროს ბორჯღალოსნებს შეტევაში მცდელობა არ დაუკლია, თუმცა უმეტესად კონტრშეტევებზე ლელოები თავად გაუშვა და ახალმა ზელანდიამ 45:13 იმარჯვა. 

 

ილია მაისურაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 8 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდია 43:19 დაამარცხა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.