ბითაძე სერბეთშიც საუკეთესოა

ქართველი კალათბურთელი მეგა ბიმაქსს MVP-ის სტატუსით დაემშვიდობა

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მორიგი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ჩვენებურმა ამჯერად სერბეთის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული დაიმსახურა, რომელიც მას ნბა-ს სერბმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.

 

საინტერესოა, რომ გოგას ყველაზე ხშირად სწორედ “დენვერ ნაგეთსის” ცენტრს ადარებენ, ამდენად, ერთგვარი სიმბოლური ჟესტიც იყო. ეს ყველაფერი სერბული ლიგის მე-2 ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ბითაძის “მეგა ბემაქსმა” “ცრვენა ზვეზდასთან” 91:96 წააგო და სერია 0:2 დათმო.

 

ამგვარად, ბითაძემ სერბულ “მეგა ბემაქსში” ბოლო მატჩი ჩაატარა და ახლა, მთელს ყურადღებას NBA-ს მომავალ დრაფტს მიაპყრობს, რომელიც 20 ივნისს გაიმართება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.