ხამესი ბაიერნიდან წავიდა

კოლუმბიელი რეკოდმაისტერს დაემშვიდობა

მიუნხენის ბაიერნმა დაადასტურა, რომ ხამეს როდრიგესს არ გამოისყიდის და იგი მადრიდის რეალში დაბრუნდება.

2 წლის წინ, სამეფო კლუბმა კოლუმბიელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერში გაანათხოვრა, საიჯარო შეხლშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი, გერმანიის ჩემპიონმა 27 წლის შემტევის სანაცვლოდ 42 მილიონის გადახდა იუარა.

კოპა ამერიკის შემდეგ, ხამესი ბლანკოსების რიგებში დაბრუნდება, თუმცა იქ ალბათ დიდი ხნით აღარ დარჩება. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს, ერთი გუნდში ზინედინ ზიდანის დაბრუნება, რომელთანაც როდრიგესს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მეორე - მანჩესტერ იუნაიტედის და იტალიური გრანდების ინტერესი.

"მინდა ხამესს ბაიერნთან ერთად გატარებული 2 წარმატებული წლისთვის მადლობა ვუთხრა",-ამბობს კარლ-ჰაინც რუმენიგე - ბავარიელთა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

"ხამესთან ერთად ორჯერ გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ, ასევე წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვითამაშეთ. ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წარმატებები როდრიგესს მომავალ კარიერაში",-წერია ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.


"მადლობა მთელ კლუბს და ქომაგებს, რომლებიც ყოველთვის ერთგულად გვგულშემატკივრობდნენ. ეს ორი დაუვიწყარი წელი იყო, რომელთანაც ყოველთვის სასიამოვნო მოგონებები დამაკავშირებს. ბაიერნს მთელი გულით წარმატებას ვუსურვებ",-თქვა თავად ხამესმა.

როდრიგესმა ბაიერნში 67 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა გააკეთა.





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.