ჩემპიონთა ლიგას "მამა" აღარ ჰყავს

თანამედროვე ფეხბურთის რეფორმატორი 89 წლის ასაკში, სამშობლოში გარდაიცვალა

თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი შვედი სპეციალისტი ლანერტ იოჰანსონი 89 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იოჰანსონი 17 წლის განმავლობაში უეფას პრეზიდენტი იყო. სწორედ მასთანაა დაკავშირებული ჩემპიონთა ლიგის დაარსება.

"ლენარტ იოჰანსონი ყველა დროის ყველაზე დიდი შვედი საერთაშორისო საფეხბურთო ლიდერი გახლდათ. არცერთ სხვა შვედ ფუნქციონერს არ ჰქონია მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში იმხელა გავლენა, როგორიც იოჰანსონმა მოიხვეჭა",-თქვა შვედეთის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.

იოჰანსონი 1990-2007 წლებში უეფას პრეზიდენტი იყო. ის ასევე ფიფას პრეზიდენტის მოადგილეც გახლდათ. 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იოჰანსონი ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელ მიშელ პლატინისთან დამარცხდა.

იოჰანსონის ხელმძღვანელობით მოხდა ჩემპიონთა თასის და ევროპის ჩემპიონატის ფორმატის საფუძვლიანი ცვლილება. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნიდან ნიონში უეფას შტაბ-ბინის გადატანაც სწორედ ლენარტის გადაწყვეტილება იყო.

იოჰანსონმა 1992 წელს ევროპის ჩემპიონატი სამშობლოში ჩაატარა, 2001 წლიდან კი ქვეყნის თასი მის სახელს ატარებს.

ლანერტ იოჰანსონი სტოქჰოლმური კლუბის აეკის მხურვალე ქომაგი და საპატიო პრეზიდენტი გახლდათ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.