აბურჯანია ერედივიზიონში?

ქართველი ნახევარმცველით ტიტულოვანი ჰოლანდიური კლუბი დაინტერესდა

ჰოლანდიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა ერედივიზიონში გადაბარგდეს.

24 წლის ქართველი ლეგიონერის მიმართ ინტერესს ჰოლანდიის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი ტვენტე იჩენს, რომელიც უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონს წელს დაუბრუნდა.

Twenteinsite-ს ცნობით, აბურჯანიათი ტვენტეს სპორტული დირექტორი ტედ ვან ლუინი დაინტერესდა, რომელიც სევილიას მფლობელობაში მყოფ ქართველ ფეხბურთელთან ერთად ანორთოსისში მუშაობდა.

აბურჯანიამ წინა სეზონი განათხოვრებით ლუგოში გაატარა, 30 ივნისს კი ანდალუსიურ კლუბში უნდა დაბრუნდეს, რომელთან კონტრაქტიც კიდევ 1 წლით აკავშირებს.

აბურჯანიამ გასულ სეზონში ლუგოს რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაა.

შეგახსენებთ, აბურჯანია ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში გიბრალტარისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩებისთვის გამოიძახა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.