რონალდუს შოუ - ერთა ლიგას პირველი ფინალისტი ჰყავს!

კრიშტიანუს მორიგი ფენომენალური მატჩი და ფინალის საგზური

3 დარტყმა, 3 გოლი ჰეთ-თრიკი და ფინალის საგზური - ეს კრიშტიანუ რონალდუს მონაგარია შვეიცარიასთან მატჩში. მორიგი შოუ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისგან, ამჯერად ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში. პორტუში, დრაგაუზე, ა დივიზიონის პირველ ნახევარფინალურ წყვილში მასპინძლებმა - 3:1 იმარჯვეს და ეს მოგება მთლიანად ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულის ანგარიშზეა.

 

მცირე პაუზის შემდეგ, რონალდუმ სამიზნეს საჯარიმო დარტყმითაც უწია და ძველი კრიშტიანუ გაგვახსენა. ეს მე-7 ნომერმა მატჩის 25-ე წუთზე გააკეთა და ანგარიშის გახსნაც მოახერხა.

ვიდეო გამეორების დახმარებით საკამათო სიტუაციაში დანიშნული 11-მეტრიანით, 57-ე წუთზე შვეიცარიამ წონასწორობა აღადგინა - პენალტი ზუსტად როდრიგესმა შეასრულა.

შეხვედრის მიწურულს, თითქოს ჩრდილში მყოფმა იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა გაიბრწყინა. ის ჯერ 88-ე წუთზე გედეშის გადაცემას საჯარიმოში დასწრებაზე უძლიერესი დარტყმით გამოეხმაურა, მერე კი კონტრშეტევაზე ბრწყინვალე მოქმედებით მცველი ჩამოიტოვა და მოჭრილი დარტყმით რიგით მეშვიდე სანაკრებო ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

 



რონალდუს ეროვნული გუნდისთვის გატანილი უკვე 88 გოლი დაუგროვდა. ამ ფენომენალური მაჩვენებლით პორტუგალიელი სანაკრებო ბომბარდირებს შორის მეორეა, პირველზე კი ირანელი ალი დაია 109 გოლით.

ამრიგად, რონალდუმ პორტუგალია ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მეტოქედ ჰოლანდია-ინგლისში გამარჯვებული ეყოლება. მეორე ნახევარფინალი 6 ივნისს შედგება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.