მესი: ჩემი შვილი რეალს ქომაგობს

ბარსელონას კაპიტნის ვაჟი პრინციპული მეტოქის გულშემატკივარია

ბარსელონას კაპიტნის შვილი მოსისხლე მტერ მადრიდის რეალის ქომაგი აღმოჩნდა. ლიონელ მესის თქმით, მისი შუათანა ვაჟი - მატეო სამეფო კლუბს გულშემატკივრობს, "ფლეისთეიშენზე" თამაშისას კი კატალონიელთა პრინციპულ მეტოქეებს ირჩევს.

"მატეოს ყველა გუნდის სათამაშო ფორმა მოსწონს და მათ მაისურებს აგროვებს. ბოლოს, როცა ვირტუალურ ფეხბურთს ვთამაშობდით, მითრხა: "მე ლივერპულს ავირჩევ, მათ ხომ დაგამარცხეს".

ვალენსიასთან წაგების შემდეგ, მატეო მე და ტიაგოს (მესის უფროსი ვაჟი) დაგვცინოდა. ის რეალის გულშემატკივარია და თავისი ძმის გასაღიზიანებლად მადრიდელთა გოლებს აღნიშნავს ხოლმე",-თქვა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა.

5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს 3 ვაჟი, ტიაგო, მატეო და ჩირო ჰყავს, ყველაზე უფროსი ბლაუგრანას ბავშვთა გუნდში ირიცხება.






მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.