პაოლო და ჯამპაოლო

მილანს მწვრთნელი უშოვნეს

იტალიური მედია ერთხმად იუწყება, რომ მალე მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ეს მარკო ჯამპაოლო იქნება.

მას მერე, რაც სპორტული დირექტორის თანამდებობა როსონერის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ დაიკავა, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯენარო გატუზოს შემცვლელსაც მიაგნო.

Calciomercato-ს ცნობით, 51 წლის სპეციალისტმა ამჟამინდელი კლუბის - სამპდორიას პრეზიდენტ მასიმო ფერეროს წასვლის სურვილის შესახებ უკვე აცნობა და თანხმობაც მიიღო.

ჯამპაოლო სამპდორიაში 2016 წლიდან მუშაობდა. ბოლო სეზონში გუნდმა მეცხრე ადგილი დაიკავა, ხოლო გამოცდილი ფორვარდი ფაბიო კვალიარელა 26 გოლით სერია ა-ს ბომბარდირი გახდა.