ჩელსი აზარის გაშვებას დათანხმდა

სამეფო გუნდმა მიზანს მიაღწია, ბელგიელი მალე რეალის ფეხბურთელი გახდება 

როგორც ჩანს სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა და ედენ აზარი მალე რეალის ფეხბურთელი გახდება, Sky Sport-ის ინფორმაციით, ბლანკოსმა ჩელსისთან შეთანხმებას მიაღწია და ბელგიელი 88 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ სამეფო გუნდში გადავა. ცნობილია, რომ თანხა ბონუსების სახით 130 მილიონამდე გაიზრდება. დიდი ალბათობით ტრანსფერი უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

 

ესპანურ გრანდს აზარის შეძენა რამდენიმე წელია, რაც სურს, თუმცა არისტოკრატები გუნდის ლიდერს არ უშვებდნენ. ახლა უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ მეათე ნომერი მალე რეალის მაისურს მოირგებს. ვარაუდობენ, რომ 28 წლის ფეხბურთელი რეალის ახალი 7 ნომერი იქნება.

 

აზარი ჩელსიში 2012 წლის ზაფხულში ლილიდან გადავიდა. იგი გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა. არისტოკრატთა მაისურით ედენმა 352 მატჩში 110 გოლი გაიტანა და 92 საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრიტანული გრანდის რიგებში ფეხბურთელმა პრემიერლიგა (2), FA თასი, ქომუნითი შილდი, ლიგის თასი და ევროპის ლიგა (2) მოიგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.