ბუფონი ლა ლიგაში?

ლეგენდარულ მეკარეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეპატიჟება 

ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლეგენდარულ კიპერს ბარსელონა ეპატიჟება. ცნობილია, რომ ბლაუგრანას მესვეურები მას სათადარიგო მეკარედ განიხილავენ.

 

გადაწყვეტილია, რომ 41 წლის ფეხბურთელი მალე პსჟ-ს დატოვებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. აქვე გეტყვით, რომ ბარსელონას გარდა მას ჯენოა, ლაციო და ბრეშია იწვევენ. გარდა იტალიური გუნდებისა ჯიჯის ჩინური და ამერიკული კლუბებიც ეპატიჟებიან..

 

ბუფონი პსჟ-ში შარშან ზაფხულს იუვენტუსიდან გადავიდა. ფრანგთა რიგებში მან 25 მატჩი ჩაატარა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.