ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი

გოგა ბითაძე ისევ საუკეთესოა

გოგა ბითაძე ისევ საუკეთესოა და ერთმატჩიანი წაფორხილების შემდეგ მისმა გუნდმა კვლავ მოიგო.  მეგა ბიმაქსმა  ადრიატიკის ლიგა ზედიზედ 5 მოგებით დაიწყო და წინა ტურში, ქართველი ცენტრის დიდებული გარჯის (28 ქულა, 11 მოხსა, 4 დაფარება) მიუხედავად, პირველი მარცხი განიცადა. მორიგ ტურში ბიმაქსელები ხორვატიაში  ზადარს  შეხვდნენ და დრამატული მატჩი 84:80 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე მთლიანობაში 26:01 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლიც მიითვალა. ბითაძის მონაგარი 13 ქულა და 11 მოხსნა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ბითაძეს ბურთი არ დაუკარგავს, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მეგა ბიმაქსს ადრიატიკის ლიგში 7-ში 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 18 ნოემბერს, სლოვენიაში, კრკა-სთან ჩაატარებს.