კონტემ სია ჩამოწერა

კონტეს სამი ესპანელის დამატება სურს

რამდენიმე დღის წინ ანტონიო კონტე ინტერის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იტალიელს ნერაძურიში დიდი გეგმები აქვს და მისი პირველი საზრუნავი ფეხბურთელების შეძენაა.

 

Marca-ს ინფორმაციით, კონტეს დაცვის გაძლიერება სურს. აღნიშნული გამოცემა გვამცნობს, რომ მილანელთა ახალ თავკაცს რეალიდან ნაჩო ფერნანდესისა და ჩელსიდან სეზარ ასპლიკუეტას ყიდვა უნდა. ისიც იწერება, რომ კონტემ ამ ორ ფეხბურთელზე არჩევანი მათი უნივერსალიზმის გამო გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ ანტონიოს კიდევ ერთი სასურველი ფეხბურთელი, ტოტენჰემის თავდამსხმელი ფერნანდო ლორენტეა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.