ინგლისი პორტუში...

პოლიცია ფანებს დაერია

წუხელ ერთა ლიგის ნახევარფინალში, ინგლისის ეროვნული გუნდი ჰოლანდიისას დაუპირისპირდა. მოედანზე რაც მოხდა, ბევრმა ალბათ თავად ნახა, აი, მოედნის მიღმა კი ინგლისელმა ქომაგებმა თავი ტრადიციულად „გამოიჩინეს“.

პორტუგალიაში დაახლოებით 18 ათასი ინგლისელი გულშემატკივარი ჩავიდა. მათი ნაკრებმა ქალაქ გიმარაიშში ითამაშა, ამათ კი 50 კილომეტრის დაშორებით, პორტუში მოაწყვეს არეულობები, პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩის დროს.

პორტუში, ქალაქის ცენტრში, ლიბერდადეს მოედანზე, დიდეკრანიანი ფან-ზონაა გახსნილი, სადაც ათასამდე ადამიანი, მათ შორის ორასამდე ინგლისელი შეიკრიბა.

 

რამდენიმე წყაროს ცნობით (BBC, Standard), როცა რონალდუმ შვეიცარიას პირველი გოლი გაუტანა ინგლისელთა ბანაკიდან პორტუგალიელებისკენ ბოთლები და ქვები გადაცვივდა. ასევე ბრიტანელები პირდაპირ ტროტუარზე შარდავდნენ. შედეგად პოლიციამ მოედანს ალყა შემოარტყა და სტუმარი ინგლისელები ფან-ზონისკენ „გადასწია.“ 

აშარმა სტუმრებმა პოლიციელებსაც დააყარეს ბოთლები და ქვები, საპასუხოდ კი ხელკეტები მიიღეს.

პოლიციელთა შეტევისას ადგილობრივი მცხოვრებლები ტაშს უკრავდნენ სამართალდამცავებს და სტუმართა მიმართ გინებასაც არ ერიდებოდნენ.

მეორე ვერსიით, რონალდუს გოლისას, ინგლისელთა მხრიდან მხოლოდ ერთი ბოთლი ავარდა ჰაერში, რის შემდეგადაც პოლიციამ ყველას დაუწყო ცემა, ვინც ინგლისურად ლაპარაკობდა.

 

 

ოფიციალურ ვერსიას იზიარებს თვითმხილველი უილ ბარნსი: „პორტუგალიელი გულშემატკივრები თამაშს ოჯახებთან ერთად უცქერდნენ. საშინელი სანახავი იყო როგორ გარბოდნენ ისინი ბავშვების წივილ-კივილის თანხლებით და როგორ მისდევდნენ მათ მთვრალი ადამიანები - „ინგლისი ყოველთვის!“ - რიალით. პოლიციასთან დაპირისპირება მატჩის ბოლომდე გაგრძელდა,“ - უამბო ბარნსმა Standard-ს.

თამაშის შემდეგ ინგლისელები ქალაქის მოედანზე დაბრუნდნენ და ცეკვა დაიწყეს. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია.

შედეგად, ორი სტუმარი დააპატიმრეს, ორიც დაშავდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მკაცრად გმობს ასეთ ქცევას.

 

 

„ადამიანები, ვინც არეულობებს აწყობენ, არ შეიძლება გულშემატკივრებად ჩაითვალონ. ფეხბურთთან მათ არაფერი ესაქმებათ. არცხვენენ თავის გუნდსაც და ნამდვილ ქომაგებსაც. არდა, გულშემატკივართ უმეტესობა სამაგალითოდ იქცევა და ლამაზად ქომაგობს თავის საყვარელ ნაკრებს.“ - წერია განცხადებაში.

მიმართვა გაავრცელა ადგილობრივმა პოლიციამაც. მთავარმა კონსტებლმა (ქვეყნის პოლიციის პირველი პირი), მარკ რობერტსმა, ფანების ქმედებას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა.

“მეორე დღეა პორტუში არეულობებია. სამშაბათს ბარში მოხდა შეხლა-შემოხლა. დაზიანდა ბარის ქონება. ახლა  მთავარ მოედანზე მოხდა ინციდენტი. ქომაგთა მცირე ნაწილი ჩრდილს აყენებს ნამდვილი გულშმატკივრების რეპუტაციას, რომლებსაც ფეხბურთით უბრალოდ სიამოვნების მიღება უნდათ. ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია“ - განაცხადა რობეტსმა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.