ზაჰა არ მოვა? კარასკო მოვა

ლონდონის არსენალი ბელგიელი იანიკ კარასკოს გადაბირებას აპირებს. 

კარასკო, როგორც იცით, შარშან მადრიდის ატლეტიკოდან გადავიდა ჩინურ დალიან იფანგში, რაც ბევრს გაუკვირდა. ბელგიელი ჯერ 25 წლისაა, თან ვერც იმას იტყოდა ვინმე, რომ დიდი ჩავარდნა ჰქონდა.

 

31 მატჩი, 11 გოლი – ასეთია კარასკოს მონაგარი დალიანში. არსენალი კი მზადაა, კარასკო შეიძინოს, რადგან არ გამოსდის ვილფრიდ ზაჰას გადაყვანა კრისტალ პალასიდან. ზაჰას საკმაოდ ძვირად, 40 მილიონ ევროდ აფასებენ. ისე, ბავშვობაში არსენალის ფანი ყოფილა...

 

კარასკო კი თავადაც აცხადებს, რომ არსენალი იწვევს და ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს. მეთოფეებიც მზად არიან და როგორც ბრიტანული პრესა წერს, უახლოეს დღეებში მოლაპარაკებები დაიწყება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.