მეფე მეთორმეტეს შეუტევს

ნადალს პარიზში ფინალი არასოდეს წაუგია

მოლოდინი გამართლდა. რაფაელ ნადალი, 2019 წლის  როლან გაროსის ფინალშია. გრუნტის მეფე ტურნირის გადამწყვეტ მატჩამდე ისე მივიდა, რომ ოდენ ერთი სეტი წააგო. ეს ბელგიელმა დევიდ გოფინმა მოახერხა.

 

ბულონის ტყეში, ფილიპ შატრიეს სახელობის ცენტრალურ კორტზე, ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი და ტელეეკრანებთან მსხდომი მაყურებელი საჩოგბურთო კლასიკის მოლოდინში გაირინდა. რაფაელ ნადალი როჯერ ფედერერის პირისპირ. მეფე თუ მაესტრო? რა თქმა უნდა ფავორიტი ესპანელი მეჩოგნე გახლდათ. ფედერერი როლან გაროსზე 2015 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა და კაცმა რომ თქვას, ნახევარფინალში გასვლა ურიგო შედეგი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ხომ როჯერია. მაესტრო, რომლისგანაც ყოველთვის არაორდინალურს ელიან.

 

 

დიდი ბრძოლა არ შედგა. ნადალმა მეტოქეს 3 სეტში - 6:3, 6:4, 6:2 მოუგო. გაგიკვირდებათ და ამ გამარჯვებით რაფამ ფედერერთან 5 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. რა თქმა უნდა ხუთივე ჰარდის საფარზე გახლდათ.

 

ამ გამარჯვებით, ნადალმა დიდი სლემის ტურნირების ფინალში თამაშის უფლება 26-ედ მოიპოვა. ნიშანდობლივია, რომ როლან გაროსზე ესპანელს ფინალი არასოდეს წაუგია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.