გოლდენ სტეიტი ქურაში

გამოცხვება ახალი ჩემპიონი?

ეს უკვე სხვა საქმეა. გულზე ხელი დავიდოთ და ბევრი ელოდით მოვლენების ასეთ განვითარებას? ეჭვი გვეპარება. არა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალში რომ გახვალ ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ მრისხანე გოლდენ სტეიტთან ასეთი უპირატესობის მოპოვება? ცოტა არ იყოს გასაკვირია.

 

ტორონტო ოცნების ასრულებასთან და ისტორიის დაწერასთან, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით  ერთ ნაბიჯშია. დიახ, ახლა მთავარია, კანადური გუნდის კალათბურთელები ეიფორიაში არ ჩავარდნენ, 11 ივნისს საკუთარ კელდებში სტეფ კარი და კომპანია კიდევ ერთხელ დაამარცხონ და ოქროს ბეჭედიც მათი იქნება.

 

 

კიდევ ერთხელო იმიტომ ვამბობთ, რომ ტორონტოს კალათბურთელებმა მოქმედ ჩემპიონს მათსავე დარბაზში ზედიზედ ორჯერ აჯობეს და სერიაშიც 3:1 დაწინაურდნენ. ფინალის მეოთხე დაპირისპირებაში, ტორონტომ მეტოქეს 105:92 აჯობა, რაშიც უდიდესი წვლილი ლეონარდ კავაის მიუძღვის. მის ანგარიშზე 36 ქულა გახლდათ.

 

„ჩვენ უკვე ერთხელ ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სერიაში 1:3 ვაგებდით. ასე რომ ეს ჩვენთვის ნაცნობი მდგომარეობაა. ამიტომ ჯერ არაფერი დასრულებულა“ - იმედს არ კარგავს გოლდენ სტეიტის ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარი. რაც შეეხება კევინ დურანტს, ექიმები მას პარკეტზე გასვლის ნებას ისევ არ რთავენ.

 

გამოცხვება ახალი ჩემპიონი? ყოველშემთხვევაში ტორონტომ გოლდენ სტეიტი ქურაში შედო და ნელ-ნელა ტემპერატურასაც უწევს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.