წინ სამხრეთ აფრიკაა

უმცროს ბორჯღალოსნებს მეორე გამოცდა ელით

არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე რაგბში, საქართველოს ნაკრები მეორე მატჩისთვის ემზადება. უფრო სწორად - უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს, ქალაქ როსარიოში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან.

 

შეგახსენებთ, პირველ ტურში ქართველმა მორაგბეებმა მრისხანე ახალ ზელანდიასთან ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს ლელოც დაუდეთ, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ იყო და 13:45 წააგეს. მიუხედავად მარცხისა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის მატჩი დადებითად შეაფასა.

 

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, მოთამაშეებს 4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში და ეს აღდგენის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ჩვენი გუნდის მწვრთნელების თქმით ამ პროცესმა კარგად ჩაიარა, განვლილ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავეს და სამხრეთ აფრიკასთან უფრო მობილიზებულ თამაშს ეცდებიან.

 

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ პირველ ტურში სამხრეთ აფრიკამ შოტლანდიას 43:19 აჯობა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.