დანია–საქართველო და ავსტრიელები

10 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის მეოთხე მატჩს გამართავს. სტუმრად დანიასთან, რომელსაც ორ მატჩში ორი ფრე აქვს: სტუმრად შვეიცარიასთან 3:3 და შინ ირლანდიასთან 1:1. 

ასე რომ, საქართველო ცხრილში წინაა, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

 

დანია–საქართველო კოპენჰაგენის ტელია პარკენზე 20:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას ავსტრიელი მსაჯები მოემსახურებიან.

 

მთავარი არბიტრი იქნება რობერტ შიორგენჰოფერი. მან 2 ივნისს ოტარ კიტეიშვილის თამაში იმსაჯა: შტურმი–რაპიდი 0:1. შიორგენჰოფერი ჩვენი ნაკრების თამაშს ერთხელ მოემსახურა, კერძოდ, 2012 წელს მინსკში, ბელარუსთან. საქართველომ 0:2 წააგო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.