ბუფონი დაბრუნებაზე ფიქრობს 

ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა კარიერა სამშობლოში გააგრძელოს

 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის სამშობლოში დასრულებას აპირებს. 


იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ლეგენდა მშობლიურ კლუბ პარმაში გადასვლას გეგმავს. 


სერია ა-ში დაბრუნებული კლუბი 41 წლის გოლკიპერს უკვე დაუკავშირდა და კონტრაქტის შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით ესაუბრა.


უახლოეს დღეებში, პარმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებს გაასაჯაროებს, რის შემდეგაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადავა. 


ბებერი ქალბატონის რიგებში გატარებული 17 წლის შემდეგ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ერთი სეზონი პსჟ-ში გაატარა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.


ბუფონმა პსჟ-ს მთავარ გუნდში 1994-2001 წლებში ითამაშა და კოპა იტალია, ქვეყნის თასი და უეფას თასი მოიგო. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.