პარიზული დეჟავუ 

დომინიკ ტიმი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალშია 

დომინიკ ტიმი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალშია. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა მიმდინარე როლან გაროს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ შეხვედრაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხუთ სეტში (6:2, 3:6, 7:5, 5:7, 7:5 ) დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. 


ნახევარფინალური წყვილის დაპირისპირება ორ დღეს და 4:19 საათს გაგრძელდა. წესით და რიგით მატჩი 7 ივნისს უნდა დაასრულებულიყო, თუმცა ძლიერი პარიზული წვიმის გამო, შეხვედრა დღეისთვის გადაიდო. ელიტარულ დაპირისპირებას ამინდმა ხელი დღესაც შეუშალა, თუმცა რამდენიმე წუთით. 


ამრიგად, სერბი ჩოგბურთელი, რომელმაც ამ სეზონში ერთი დიდი სლემი უკვე მოიგო (ავსტრალიის ღია პირველობა), ტურნირს გამოეთიშა, 25 წლის ტიმი კი როლან გაროს ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც მეტოქედ  გრუნტის მეფე რაფაელ ნადალი ელოდება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ღია პირველობის შარშანდელ ფინალშიც ტიმი-ნადალის წყვილმა ითამაშა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.