კიდევაც დაიზრდებიან...

მომდევნო მატჩი ქართველ მორაგბეებს შოტლანდიასთან ელით

არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე რაგბში, საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და კვლავ დამარცხდა. ამჯერად, ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს დაეჩაგვრინნენ.

 

ეჭვგარეშეა, რომ წყვილის უდავო ფავორიტებად  შავი კონტინენტის წარმომადგენლები მიიჩნეოდნენ. სამხრეთ აფრიკას უდიდესი სარაგბო ტრადიციები უმაგრებს ზურგს და ასაკობრივ თუ ეროვნული ნაკრებების დონეზე, ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტთა რიცხვში არიან. ასე იქნება მიმდინარე მსოფლიო თასზეც, სადაც მათ შოტლანდიელების ძლევის შემდეგ, აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერეს.

 

უმცროსი ბორჯღალოსნების გაკიცხვა კი ნამდვილად არ ეგების. მათ ბოლომდე მედგრად იბრძოლეს, მრისხანე მეტოქეს 3 ლელოც დაუდეს, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ იყო და საბოლოოდ 20:48 წააგეს. ქართველი მორაგბეებიდან თავი თემურ ჭიჭინაძემ და ოთარ ლაშხმა გამოიჩინეს, რომლებმაც შესაბამისად მოწინააღმდეგეს ერთი და ორი ლელო დაუდეს.

 

მომდევნო მატჩს, საქართველოს 20 წლამდე ნაკრები 12 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.