ბარტიმ პარიზში იბარტყა

როლან გაროს ქალთა შორის ახალი ჩემპიონი ჰყავს 

ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ავსტრალიელი ეშლი ბარტი და ჩეხი მარკეტა ვონდორუსოვა დაუპირისპირდნენ. მატჩი 23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელის ორ სეტში გამარჯვებით (6:1, 6:3) დასრულდა. 


მსოფლიო რეიტინგის მერვე ნომერმა, რომელმაც დიდი სლემი კარიერაში პირველად მოიგო, ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ამანდა ანისიმოვა, მედისონ ქეისი, სოფია კენინი, ანდრეა პეტკოვიჩი, დანიელე კოლინსი და ჯესიკა პეგულა ჩამოიტოვა.

 
ავსტრალიელი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში მეცხრე ფინალი იყო, საიდანაც 5 გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ბარტი 2011 წლის შემდეგ, ქალთა შორის დიდი სლემის მომგები პირველი ავსტრალიელია. 


შეგახსენებთ, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მსოფლიოს მესამე ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი გახლავთ, რომელმაც შარშანდელ ფინალში სლოენ სტეფენსი დაამარცხა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.