შეუჩერებელი ფერგიუსონი [ვიდეო]

მან ბოლოს 2012 წელს წააგო

ამერიკელ მებრძოლს ტონი ფერგიუსონს რინგზე ვერ აჩერებენ. მან ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო. ამჯერად მისი მსხვერპლი დონალდ სერონე აღმოჩნდა.

 

 

ფერგიუსონმა მეტოქე მეორე რაუნდში დაანოკდაუნა. უფრო სწორად, ჩხუბი ექიმის გადაწყვეტილებით შეწყდა, რადგან სერონეს მაგრად მოხვდა და მარჯვენა თვალი შეუშუპდა. ის მაინც მზად იყო ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. აქედან გამომდინარე, არბიტრმა ტექნიკური ნოკდაუნი დააფიქსირა და გამარჯვებულადაც ფერგიუსონი გამოცხადდა.

 

ფერგიუსონის ბოლო მარცხი 2012 წლით თარიღდება, როდესაც მან მაიკლ ჯონსონთან წააგო.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.