კარასკო პრემიერლიგას უახლოვდება

დიდი ალბათობით ბელგიელს მალე ინგლისში ვიხილავთ

ბელგიელი ფეხბურთელი, იანიკ ფერეირა კარასკო კარიერას დიდი ალბათობით არსენალში გააგრძელებს. Sport-.es-ის ცნობით, მეთოფეებმა ნახევარმცველთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ცნობილია, რომ ევროპაში დაბრუნება თავად კარასკოსაც სურს.

 

იანიკი ამჟამად ჩინური დალიან იაფინის ფეხბურთელია. აზიელებს იგი შარშან ზამთარში ატლეტიკოდან შეუერთდა. დალიანის მაისურით კარასკომ 36 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ბელგიელით არსენალის გარდა მილანი და მანჩესტერიც არიან დაინტერესებულები.

 

რაც შეეხება ბრიტანულ გრანდს, ემერის გუნდი გასულ სეზონში ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც ჩელსისთან დამარცხდა. რაც შეეხება პრემიერლიგას, ინგლისელებმა ჩემპიონატში 70 ქულა დააგროვეს, მეხუთე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ ვერ მოიპოვეს.